VR Vake Sky Tower წარმოგიდგენთ Fashion Avenue-ს – ინოვაციურ საერთაშორისო კონცეფციას, რომელიც აერთიანებს მოდას, დიზაინსა და არქიტექტურას ერთ სრულყოფილ გამოცდილებად.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება მასშტაბური კოლაბორაცია, რომლის მსგავსიც ადგილობრივ ბაზარზე აქამდე არ არსებობდა – საერთაშორისო მოდისა და დიზაინის ბრენდები ინტეგრირდება საცხოვრებელ სივრცეში სრულიად ახალი ფორმატით.
აქ წარმოდგენილი იქნება ბრენდირებული მაღაზიები, ხოლო ლობი და საერთო სივრცეები გაფორმდება ცნობილი ბრენდების მიერ შექმნილი დიზაინერული ავეჯითა და ინტერიერის ელემენტებით. შედეგად იქმნება უნიკალური გარემო, სადაც ყოველი დეტალი ქმნის სტილს.
ეს არის არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს ინოვაციას, ესთეტიკასა და გლობალურ სტანდარტებს ერთ სივრცეში.
თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.